|
2022-01-26 12:29:48, 2231 ნახვა
ომი უკრაინაში
ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, გიორგი კირკიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა
ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. „სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე 2004 წლიდან მსახურობდა სოფელ გიორგეთის ტაძარში და წლების განმავლობაში დაუღალავად ზრუნავდა ეპარქიის კიდევ რამდენიმე ტაძრის სამწყსოზე. მღვდელი გიორგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. მამა გიორგის დაკრძალავენ შაბათს, 2022 წლის 29 იანვარს, 14:00 საათზე სოფ. გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)