|
2022-01-15 10:56:31, 3278 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 990 183-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა - 557, იმერეთი - 539, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 595 საიდანაც: 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 838, აჭარაში - 603, იმერეთში - 811. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში - 438, აჭარაში - 134, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 - თბილისში, 557- აჭარაში. 44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)