18:18 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-07 13:38:34, 711 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში სამხედროებს ტერორისტებისთვის სროლა გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამხედროებს მომიტინგეებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლის უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ ალმათს თავს 20 000-ზე მეტი „ბანდიტი“ დაესხა.

მთავრობის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 3 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, ხოლო გარდაცვლილ მომიტინგეთა რიცხვი 26-ია.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics