18:17 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 17:16:06, 683 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში ОДКБ-ს ჯარების შეყვანის წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით, სოლიდარობის აქციები იმართება

ყაზახეთში ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების გაგზავნას, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აპროტესტებენ. პარიზში ელისეის მინდვრებზე ათობით ადამიანი გამოვიდა და მოითხოვა, სასწრაფოდ იქნას გაყვანილი ქვეყნიდან რუსული ჯარები.  ჩეხეთში პარლამენტის წინ, ათობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ყაზახ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და ОДКБ-ს ჯარების გაგზავნას სამხედრო ინტერვენცია უწოდეს. 
საპროტესტო აქცია გაიმართა მოსკოვშიც სადაც 100-ზე მეტი ყაზახეთის მოქალაქე შეიკრიბა. UMD-INFO-ს ცნობით, აქცია პოლიციელებმა დაშალეს და  აქციის 15 მონაწილე დააკავეს.
ყირგიზეთის 200-მდე მოქალაქე ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეიკრიბა. ისინი  ОДКБ-ს ჯარების ყაზახეთში შეყვანის წინააღმდეგი არიან. აქციის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაუპირისპირდნენ, მათ პოლიტიკოსს მოთხოვეს, რომ ყირგიზეთმა არ მიიღოს მონაწილეობა ყაზახეთის ოკუპაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics