|
2022-01-06 02:32:41, 2980 ნახვა
სხვადასხვა
ყაზახეთში პროტესტის ჩასახშობად რევოლუციით მოსული ფაშინიანი ОДКБ -ს ჯარს აგზავნის
ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ყაზახეთის რესპუბლიკაში საპროტესტო აქციის ჩასახშობად ჯარს აგზავნის. ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა. ფაშინიანი ОДКБ კოლექტიური უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა. მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მან მიიღო გადაწყვეტილება ОДКБ -ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით, ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით. "ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ქასიმ-ჟომარდ ტოკაევის განცხადებით, ვითარება საფრთხეს უქმნის ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, მათ შორის გარე ჩარევის შედეგად, ОДКБ-ს მე-4 მუხლის შესაბამისად. ყაზახეთის რესპუბლიკის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებამ გადაწყვიტა სტაბილიზაციისა და რეგულირების მიზნით ОДКБ-ს სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით. - წერს ნიკოლ ფაშინიანი. დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა აქციის მონაწილეებს "ტერორისტული ბანდები" უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)