|
2021-12-28 20:29:59, 3961 ნახვა
სხვადასხვა
სახაროვის დაფუძნებული უფლებადაცვითი ორგანიზაცია მემორიალი რუსეთის სასამართლომ გააუქმა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი ჯგუფი, მემორიალი დაიხურება. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყველაზე ძველი უფლებადამცველი ჯგუფის მემორიალის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორების თანახმად, ჯგუფი სისტემატურად ამბობდა უარს ორგანიზაციის საიტსა და გამოქვეყნებულ მასალებზე "უცხოეთის აგენტის" მონიშვნის გაკეთებაზე. მემორიალის თანახმად, ამის საჭიროება არ არსებობდა და უცხოეთის აგენტის კანონი დამოუკიდებელ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებაა. „მემორიალს“ ბრალი რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის საფუძველზე წაუყენეს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთიდან დაფინანსებულმა ჯგუფებმა ღიად მონიშნონ, რომ მასალები გამოცემულია „უცხოური აგენტის“ მიერ. ოპოზიციური ჯგუფები მიიჩნევენ, რომ „მემორიალმა“ მთავრობის აღშფოთება საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის დროს სახელმწიფოს მიერ მოკლული მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვებით გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)