|
2021-12-21 09:59:22, 2087 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ს ტეხასის შტატში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაუდგინეს. ამის შესახებ ABC News ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ტელეარხმა აღნიშნა, აშშ-ში ეს არის პირველი გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ომიკრონის შტამით არის გამოწვეული. ABC News-ის ცნობით, გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცია, რომელსაც აცრა არ გაუკეთებია და კოვიდთან ერთად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც ქონდა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტი. 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა 73,2% ახალ შტამს მიეკუთვნება. ამასთან, 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომიკრონმა შემთხვევის 12,6% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)