|
2021-12-17 09:34:12, 2008 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე „ომიკრონ“ შტამზე - ჯანდაცვის სექტორი ამ გამოწვევას გაუმკლავდება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელების შემთხვაში მზად არის. მისივე თქმით, არსებული სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს უფრო რთულ ვითარებასაც გაუმკლავდეს. „ჯანდაცვის სისტემა იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიის დასაწყისში გვქონდა, ვინაიდან არ გვქონდა საკმარისი მზაობა ამისთვის. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა, დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა ავტომატურ რეჟიმზეა, ვინაიდან, ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ეფექტურად მუშაობს. ამაში ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცირებული პაციენტების უკვე მართვას როგორც ონლაინკლინიკების მხრიდან, ასევე მათ გადამისამართებას იმ შესაბამისი სირთულით, რომლითაც პაციენტი იმყოფება - ჰოსპიტალურ სექტორში ან სასტუმროში. სასწრაფოს სისტემაც ასევე აწყობილია. ჩვენ არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, ის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს გაუმკლავდეს უფრო რთულ ვითარებასაც კი. ჩვენ ჯერ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ პასუხს, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი მომზადებულები არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)