|
2021-12-14 12:03:36, 714 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი – რეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი კომპენსაციას მიიღებს
სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და ხდება მათი დაკავება, მოგვიწევს სამართლებრივი ღონისძიებების გატარება პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც უკანონობას სჩადიან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განცხადა. მისივე თქმით, რეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი კომპენსაციას მიიღებს. "მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ და უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, შემდეგ სასამართლოზე ცრუ მოწმეები არიან ხოლმე და მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იღებენ. ჩვენ ყველა ასეთ აქციას ვაარქივებთ, სადაც კარგად არის აღბეჭდილი, რომ კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და მათი დაკავება ხდება უკანონოდ. შესაბამისად, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, იქნება ადეკვატური რეაგირება ამ საკითხებზე როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების კომპენსაციაზე, ასევე, უკანონოდ მყოფი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ კომპენსაციაზე და იმ სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისკენ, რომლებიც აუცილებლად მოგვიწევს იმ პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც სჩადიან უკანონობას". - განაცხადა ხაბეიშვილმა.
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)