16:27 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-12 12:25:20, 1428 ნახვა

მსოფლიო
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს უმკაცრესი სანქციებით აფრთხილებენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთ-უკრაინის პოლიტიკური კონფლიქტის შესამსუბუქებლად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრებში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მძიმე შედეგების წინაშე დადგომა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას მოუწოდებენ.

მხარეებმა აღნიშნული პრობლემის შესახებ, ქალაქ ლივერპულში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლიზ ტრასის მიერ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი გაფრთხილებით, კრემლს უკვე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკავშირმაც მიმართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters იუწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics