18:32 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-11 14:38:43, 875 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - შეუძლებელია შერიგებაზე საუბარი, სანამ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს არ აღიარებს

შეუძლებელია შერიგებაზე საუბარი, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს არ აღიარებს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნების" სურვილია  დეპოლარიზაცია შემცირება, რაც  ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სამართლიანად მოხდება სადავო საკითხების შეფასება.

"რაც შეეხება ე.წ. შერიგებას - შერიგება და შეთანხმება, ყოველთვის პირველ რიგში ეფუძნება სამართლიანობას, სამართლიანობის პრინციპებს და სანამ, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, ამ შემთხვევაში, რომელიც ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოდის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არა ერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი. ჩვენ გვსურს, რომ შევამციროთ დეპოლარიზაცია, თუმცა დეპოლარიზაციის შემცირება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სამართლიანად მოხდება იმის შეფასება, რაც აქამდე იყო სადავო. სიმართლე გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ გუნდმა სისტემურად დაარღვია ადამიანის უფლებები დააზარალა ბიზნესი და საკუთრების უფლება უხეშად შელახა, ასევე შეიჭრა მედიაში და ათასობით ადამიანს გაუსწორდა ძალადობრივად განსხვავებული აზრისთვის." - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics