18:32 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 22:10:21, 824 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე ზურაბიშვილზე - იმედია, ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას

პოლიტიკური პარტია "ლელო"-ს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტში მონაწილეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაყენებული ინიციატივა „მნიშვნელოვანია“.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ეს დაპირება, „ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩება და იგი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას.

“მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. იმედია, ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას”, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics