|
2021-12-10 18:41:22, 704 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ბოკუჩავა - სავარაუდოდ, მას თავბრუსხვევა აქვს ან მსგავსი ნერვოლოგიული პრობლემა, უჭირს გადაადგილება
პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ადამიანმა დაინახოს, თუ რამდენად ცუდად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამედიცინო კვალიფიკაცია საჭირო არ არის. თინათინ ბოკუჩავას თქმით, აშშ-ც ადასტურებს, რომ საქართველო ვეღარ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად. "სამედიცინო კვალიფიკაცია არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა დაინახოს რამდენად სუსტად არის პრეზიდენტი სააკაშვილი. იმ ძალიან მცირე სივრცეში, სადაც ახლა იმყოფება, უჭირს გადაადგილება და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი. სავარაუდოდ, მას თავბრუსხვევა აქვს ან მსგავსი ნერვოლოგიული პრობლემა. 15 დეკემბერს ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც არამხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის, მოლდოვის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, სხვადსხვა ევროპარლამენტარების მხრიდან იქნება განცხადებები. მაგრამ, სამწუხაროდ ეს განცხადბები არ იქნება იმ შინაარსის, რომელიც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ საქართველოზე. ეს არის იმედგაცრუება, მათ შორის აშშ-ც გამოხატავს, ადასტურებს, რომ საქართველო ვეღარ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად და ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც არის ამის ნაწილი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)