|
2021-12-09 17:19:38, 811 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი იგეგმება, დავამატებთ სხვა სპეციალისტებსაც, რადგან სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები გამოიკვეთა
საქართველოს სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო კონსილიუმის მონახულება იგეგმება. ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა შედგეს. მისივე თქმით, საქართველოს მემსამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესაბამისად, კონსილიუმს სხვა დარგის მიმართულების ექიმებიც შეუერთდებიან. „უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)