|
2021-12-08 20:08:48, 543 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის
საქართველოს მესამე ქვეყნის პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა - მარიამ ჯიშკარიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო არ არის. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, კონფლიქტის გამოწვევის პროვოკაციული მცდელობაა. „გუშინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ეს იყო კიდევ ერთი არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ჯაჭვში არის ახალი ეპიზოდი და ის, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გაართულებს შემდგომში მკურნალობა-რეაბილიტაციასაც. ადამიანები, ვინც სავარაუდოდ ჩართული იყვნენ წამებასა თუ არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ვფიქრობ, ეს ადამიანები გამოძიების დასრულებამდე უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრი. დასკვნაში იქნება ასახული ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები - შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეირო-ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციები, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავლანისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე, იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ. გუშინ ვიხილეთ, რომ გორის ჰოსპიტალშიც განხორცილდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს იყო პროვოკაცია, რომ კონფილქტი გამოეწვიათ მისი მხრიდან“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.
ვენსმა უარყო, რომ ირანისგან აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ ინსაიდერული ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მიიღო
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე– აგენტურა, არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა
მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში - ქართული საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)