18:04 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 18:31:49, 622 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე საბა ბუაძეს - შეურაცხყოფას არავინ გაგიტარებს, მიიღებ ძალიან მტკივნეულ პასუხს

შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, "ლელოს" წევრ საბა ბუაძეს რომელმაც კახა კალაძეს კორუმპირებული მერი უწოდა.

"მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში დედაქალაქის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც  მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. ხმაურია საკრებულოს გარე ტერიტორიაზეც სადაც აქციას "ნაცმოძრაობის" წერვები და აქტივისტები მართავენ. აგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics