|
2021-12-06 18:20:25, 4679 ნახვა
ომი უკრაინაში
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი - შემდეგი პანდემია შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე კოვიდ-19
პანდემიური კრიზისი მომავალში უფრო მეტად მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, ვიდრე ამჟამად - ამის შესახებ „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, დეიმ სარა გილბერტმა „ბიბისი“-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა პანდემიის გამო, სამომავლო ფინანსური მზადყოფნა, რათა უარეს შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ დანაკარგების ზრდა. „ეს არ იქნება უკანასკნელი დრო, როდესაც ვირუსი ჩვენ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება. სიმართლე ისაა, რომ პანდემია შემდეგში შეიძლება უარესი იყოს, ვირუსი კი, უფრო მეტად გადამდები და მომაკვდინებელი. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, არ შეიძლება მდგომარეობას უფლება მივცეთ, განუსაზღვრელი ეკონომიკური ზარალი კვლავ მოიტანოს და ხელთ არ გვქონდეს ის ბერკეტები - ფინანსები, რომლითაც დანაკარგების თავიდან აცილება შეგვეძლება. ის პროგრესი და ცოდნა, რაც მივიღეთ არ უნდა დაიკარგოს“ - განაცხადა პრფესორმა დეიმ სარა გილბერტმა. მან ვირუსის ახალ მუტირებულ ვერსიაზე - ომიკრონზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვაქცინები ვირუსის ამ შტამზე უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ საზოგადოებას უფრო მეტი სიფრთხილისკენაც მოუწოდა.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)