17:56 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 14:20:21, 721 ნახვა

პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაცმოძრაობის“ მმართველი სააკაშვილის მიერ დამცირებული

ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ არის დამცირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ""ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საკუთარ სიტყვას არასდროს არ ასრულებენ. 

"რამდენჯერაც იქნება დანაშაულის ნიშნები, იმდენჯერ არის შესაბამისი ორგანო ვალდებული, რომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც მეათეჯერ იყოს ეს. ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ არის დამცირებული, ისეთ დღეშია ჩაგდებული, რომ ყველაში, დიდ ნაწილში გამოიწვია ემპათიური გრძნობები. კარგად იცით, რა დღეში ჩააგდეს - ჯერ აძახებინეს, რომ ვერ დააკავებდნენ, მერე გირაოს არ მიიღებდა, შემდეგ გამოვიდა და ამბობდა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, იქნებოდა პუფი და პირველი პუფი იყო თვითონ, როცა შემობრძანდა პარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო განცხადებებით, რომ თურმე ინსტიტუციების კითხვებს არ გასცემს პასუხს, ამას როცა ამბობს, ეს იგივე ცრუპენტელა მელიაა, როცა თქვა, რომ ვერ დააკავებდნენ და გირაოს არ მიიღებდა. ერთი განცხადება მითხარით მისი, რომელიც შეასრულა, სად გინახავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თავის სიტყვას ასრულებდნენ“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics