|
2021-12-02 13:32:23, 556 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - 3 საათით ადრე მომიყვანეს, სხდომა დაიწყო დაგვიანებით, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არა
სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით და თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ, რათა პროცესი დროულად დაიწყოს. „სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით და თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უმაღლესი თანამდებობის პირი უკრაინაში, ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი და მე მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობა და ნამდვილად არ მაქვს ფუჭად ხარჯვის დრო, კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოფიქრების და კარგად დამწნილების.მომიყვანეთ ხომე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროულად, იმიტომ რომ, პატივისცემა ეს არის პირველ რიში საზოგადოების პატივისცემა, რომელიც ახლა გარეთ არის, ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა. არ მიღირს 4 საათი სადღაც დამაყუდონ, რაღაც სარდაფში, იმის გამო, რომ თქვენთვის ასეა კომფორტული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მარნეულში შვილმა მამა მოკლა
მდინარაძე აშშ-ს საქართველოს დემოკრატიით დაინტერესებას ტერორიზმს უწოდებს
კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის
მდინარაძე - ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)