|
2021-12-01 16:59:45, 746 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია – ჩემთვის სასამართლოზე მიშას გამოსვლა საინტერესო იყო, ბევრი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა და დედამ, გიული ალასანიამ მოინახულეს. როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ექს–პრეზიდენტი სუსტად არის და ძირითადად, ზის. გიული ალასანიამ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გაიგო, რაც აქამდე არ იცოდა. "დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგორც ჩანს ასეა. მე მაგალითად, ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო და ფეხზე იდგა, იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა იყო საინტერესო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ გამოსვლის შემდგ დეტალების მოსმენის შემდგ, რაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. განწყობილია, რომ იყოს პროცესზე,"- განაცხადა გიული ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)