|
2021-11-30 19:00:48, 1886 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელმა ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილს, დენის შმიგალს და ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბათუმში ასოცირებული ტრიოს ლიდერების შეხვედრას პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით და აღნიშნა, რომ ეს იყო ძლიერი ნაბიჯი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირისა და ასოცირებული პარტნიორების ლიდერთა შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს, რომელიც ასოცირებულ ქვეყნებში მონაცვლეობით გაიმართება. შეხვედრისას განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა. სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ერთობლივი პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია, სამიტმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე, ასევე ისაუბრეს იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი, ისევე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ასევე, წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რაც ხელს შეუწყობს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)