|
2021-11-30 17:25:18, 852 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით განხორციელდა. თესალონიკის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ქართველმა მწერლებმა საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გამართეს და საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდნენ. გარდა ამისა, უცხოელი გამომცემლები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ, ხოლო ფესტივალის დამსწრეები „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით, მომავლი წლის ქართული ლიტერატურის კვირეული და ათენის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა დაიგეგმა. ასევე, საქართველომ თესალონიკის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყნის სტატუსის შემოთავაზება მიიღო. ქართველი მწერლებისა და სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, გვადალახარას წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის შეხვედრა გაიმართა. დამსწრეები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნენ. ამასთან, შეხვედრებზე როგორც მთარგმნელობითი, ისე სარეზიდენციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, რაც ქართულ მწერლობას უდიდესი ესპანურენოვანი ბაზრისკენ გაუხსნის გზას. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)