16:25 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 19:50:40, 607 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მოუსმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს მოუსმინეს.
სხდომის დასაწყისში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ელჩს მიესალმა და სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა.
„მისიის მთავარი ამოცანა გახლავთ საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;  საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.
სამწუხაროდ, მისიის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ დღემდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოკლებულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში შესვლის და მონიტორინგის შესაძლებლობას.
მანდატის განხორციელებაში ხელის შეშლის პასუხისმგებლობა  ეკისრება რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღეს არის ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, რომლის როლიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, რუსეთიდან მომდინარე მუდმივი პროვოკაციების, ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადამიანის უფლებების რეგულარული დარღვევის პირობებში.
მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მისიის მხარდაჭერისთვის, მისიის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს ფასდაუდებელი ძალისხმევისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე ადგილიდან აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ მისიის მანდატი ოკუპირებულ რეგიონებშიც გავრცელდეს, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა მოხდეს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს ქვეყნის სტაბილურობაში სამი ძირითადი საშუალებით: ჩვენი პერსონალური დასწრებით გამყოფი ხაზების გასწვრივ, ნდობის შექმნის სამუშაოებით და მიუკერძოებელი ანგარიშგებით", - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა.
მისიის ხელმძღვანელმა ოპერაციების და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2003 წლიდან მსოფლიოს 3 კონტინეტზე ევროკავშირის ეგიდით 36 მისია და ოპერაცია განხორციელდა. მისივე განცხადებით, ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში, უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად, 11 სამოქალაქო და 6 სამხედრო მისია მუშაობს, რისთვისაც 1 მილიარდამდე ევროა გამოყოფილი.
რაც შეეხება საქართველოს მისიას, მარეკ შჩიგელის მოხსენების თანახმად, მისიამ მონიტორინგი 13 წლის წინ დაიწყო და 200 მონიტორი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მუდმივ პატრულირებას ახორციელებს. საქართველოს მისიის მანდატი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველ ორ წელიწადში ახლდება, თუმცა მისიის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი ამოცანები და მიზნები უცვლელი რჩება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics