|
2021-11-29 18:15:57, 821 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის განცხადებით, მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით, პუტინმა შემოიყვანა
„სააკაშვილის განცხადების მიხედვით, მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით, იგი პუტინმა შემოიყვანა“,- ამის შესახებ, ჟურნალისტებს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. თალაკვაძემ ასევე ისაუბრა, იმ მოქალაქეებზე რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მომხდარ დარღვევებში ფიგურირებდნენ, დღეს კი სხვადასხვა ორგანოებში აქვთ თავი შეფარებული. „სააკაშვილი თითქოს, იბრძოდა საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის მაგრამ მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. აცხადებდა, რომ სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას. როცა მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს არ დაგეგმავდნენ, დავინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება სჭირდებათ პროვოკაციების მოსაწყობად. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა განახორციელეს რეიდი ტელეკომპანია „იმედზე“, დღეს იგივე ხალხი გადაფუთული ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა და იგივე ხალხი აქეთ გამოთქვამს კრიტიკას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები დაინახოს. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვა არის სავალდებულო და არავითარი კომპრომისი ადამიანის უფლებების დაცვის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს დაშვებული - ეს არის ჩვენი პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც ცვიოდესო, ანუ ისეთ რეფორმებს ვატარებდით, რომ ადამიანები თუ დაიხოცნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და დაირღვა უფლებები, ეს შეიძლება მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო, საზოგადოებამ 8- ჯერ გააკეთა ამ ორს შორის არჩევანი და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. როგორც არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის ყველა გადაადგილება პროვოკაციაა.
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)