17:20 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 11:46:27, 727 ნახვა

პოლიტიკა
შსს აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო  სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის პარალელურად შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს.

უწყება განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მათ, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი. პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე სხდომის პარალელურად, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics