05:36 - 05 Nov, 2026
|
2021-11-28 20:13:30, 2984 ნახვა
სხვადასხვა
ჩეხეთის კოვიდინფიცირებულმა პრეზიდენტმა ახალი პრემიერი მინის ყუთიდან დანიშნა
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ოპოზიციის ლიდერი პეტრ ფიალა პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების დაცვით ჩატარდა, რადგან ზემანს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩეხეთში მოქმედი რეგულაციების მიხედვით კი კოვიდინფიცირებულები ვალდებულები არიან ორკვირიანი იზოლაცია დაიცვან. ზემანი დარბაზში მედპერსონალმა შეიყვანა, მათ დამცავი ეკიპირება ეცვათ. სივრცეს, სადაც პრეზიდენტი მოათავსეს დარბაზისგან გამჭვირვალე მინა ყოფდა. 77 წლის პრეზიდენტი მწეველია, წარსულში კი ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელია. მას დიაბეტი აქვს. ზემანი ეტლით გადაადგილდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)