09:09 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 17:04:48, 1559 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიდერლანდებთან ერთად ომიკრონის ახალი შტამი, ჩეხეთსა და გერმანიაშიც დაფიქსირდა

გერმანიისა და ჩეხეთის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, კორონავირუსის ომიკრონის შტამით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა და ჰესეს მიწის სოციალური დაცვის მინისტრმა კაი კლოზემ სოციალურ ქსელში განაცხადეს.

ბაბიშმა თქვა, რომ ახალი შტამით ინფიცირება, სავარაუდოდ, გამოვლინდა ქალში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში დაბრუნებამდე იმყოფებოდა ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკასა და დუბაიში. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ინფიცირებული აცრილი იყო და დაავადებას ადვილად იტანს.

კლოზმა დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულმა მოგზაურმა წინა ღამით აღმოაჩინა ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი. ვირუსის სრული და თანმიმდევრული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა, მინისტრის თქმით, ექიმებს დიდი ვარაუდი აქვთ, რომ პაციენტი კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი დაავადდა.

ჰოლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 61 მოგზაურს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან წინა დღით დაბრუნდნენ, კორონავირუსზე დადებითი ტესტირება დაუდგინდა, იტყობინება Reuters. ახლა იგეგმება შემოწმება, დაინფიცირდა თუ არა რომელიმე მათგანი ახალი შტამით.

B.1.1.529 კორონავირუსის შტამი პირველად დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში. ასევე, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ბოცსვანასა და ჰონგ კონგში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინა დღეს ვირუსის ახალი ვარიაცია „შეშფოთების გამომწვევ“ ჯგუფში შეიყვანა და მას სახელი „ომიკრონი“ უწოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics