|
2021-11-27 12:52:18, 3078 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებისთვის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად. ტრენინგი 2 სასწავლო კურსსა და კიბერსწავლებას მოიცავდა. სწავლებას ესტონელი კიბერექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და DIBS-ის ერთობლივი პროექტის "კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამის დანერგვა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში" ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს სპეციალისტები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს კიბერრეზერვისტები დაესწრნენ. ტრენინგის წარმატებით დასრულება მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკა მგელაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)