18:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 12:51:48, 2857 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა ფრენკ აბელმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2018 წლიდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა SNGP-ის ფარგლებში სამხედრო საინჟინრო ინიციატივის განვითარებაში.

„იგი დახმარებას უწევდა ქართველ ექსპერტებს საინჟინრო ძალების განვითარების გეგმის შემუშავებაში, ასევე მისი დახმარებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოხდა ქართველი ინჟინერი ოფიცრების გადამზადება.

აღსანიშნავია საინჟინრო ძალების განვითარების კონცეფციაც, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა აბელმა და ქართველმა ექსპერტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. მისი დახმარებით, ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, შემუშავდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ სრულად დაფინანსდა სამხედრო საინჟინრო ძალების სასწავლო არეალების განვითარების პროექტი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics