|
2021-11-27 12:35:13, 3017 ნახვა
სხვადასხვა
ეგვიპტეში სფინქსების ხეივანი გაიხსნა - ვიდეო
გალა კონცერტი, გრანდიოზული შოუ და ფეიერვერკი. ეგვიპტეში, მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ, აღნიშნეს კარნაკისა და ლუქსორის ტაძრებს შორის გადაჭიმული სფინქსების უძველესი ხეივნის გახსნა. ახლად დაგებულ და რესტავრირებულ გზაზე 1200 სფინქსის ქანდაკება აღდგა. მეცნიერები თვლიან, რომ 2700 მეტრი სიგრძის ხეივანი ძირითადად ფარაონთა მე-18 დინასტიის მეფობის დროს აშენდა (დაახლოებით ძვ.წ. XVI საუკუნეში). ოდესღაც ის საზეიმო მსვლელობის ადგილად მსახურობდა. ხეივანმა დასრულებული ფორმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში მიიღო. დროთა განმავლობაში ბევრი ქანდაკება ან დაზიანდა ან ქვიშის სისქის ქვეშ გაუჩინარდა. უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლის რესტავრაცია გასული საუკუნის ორმოციან წლებში დაიწყო. შემდეგ ზოგიერთი ქანდაკება იპოვეს და აღადგინეს. ფართომასშტაბიანი სამუშაოები 2010 წელს დაიწყო. თერთმეტი წლის შემდეგ სფინქსების ხეივანი დაუბრუნდა პირვანდელ ისტორიულ სახეს. ეგვიპტის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ისტორიული კომპლექსის გახსნა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)