|
2021-11-24 13:42:14, 4300 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო – თუ ევროპაში მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება, მარტისთვის კოვიდ19–ით დაღუპულთა რიცხვი 2 მლნ–ს გადააჭარბებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ბიუროში აცხადებენ, რომ მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2022 წლის მარტში 2 მილიონს გადააჭარბებს. "ჩვენ შეგვიძილია თავიდან ავიცილოთ ამ საშინელი ეტაპის მიღწევა, თუ ახლავე ვიმოქმედებთ", – აცხადებენ ჯანმო–ს ექსპერტები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ წინ რთული ზამთარი გველის, თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ. "ჩვენ წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ყველა ჩვენგანს – მთავრობას, ჯანდაცვის ორგანიზაციას, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასამყარებლად", – წერს სოციალურ ქსელში ევროპის ოფისის დირექტორი, ჰანს კლუგე. Euronews-ი წერს, რომ კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას სამი ფაქტორი უწყობს ხელს, პირველ რიგში, ევროპაში დომინირებს უაღრესად გადამდები დელტა შტამი, მეორე, რიგ ქვეყნებში შემსუბუქებულია შეზღუდვები და მესამეც, ბევრ ევროპელს ჯერ არ გაუკეთებია აცრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აცრების გააქტიურებისკენ მოუწოდებს, ამასთანავე, საზოგადოებას ურჩევს, არ დაივიწყონ პრინციპული ზომები: ატარონ ნიღაბი, დაიბანონ ხელები და დაიცვან სოციალური დისტანცია.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)