16:54 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 13:12:44, 674 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე „ენმ“–ის აუდიოჩანაწერზე - თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშს

თუ რომელიმე ჩანაწერში ჩემი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშს, – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროებულ აუდიო–ჩანაწერებს.

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი, რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ცნობისთვის, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, სთავაზობდნენ 100 000 დოლარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics