|
2021-11-23 13:47:53, 885 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში, სახელწოდებით „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება - საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში კოვიდის შემდეგ" მიიღო მონაწილეობა. ფორუმი საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება თემაზე „რას ნიშნავს მდგრადობა პრაქტიკაში" და საქართველოში კოვიდ 19-ის შემდგომ აღდგენის ტენდენციებზე, მდგრადი და მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო წლებში მიღებული იქნა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელს უწყობს მწვანე და მდგრადი განვითარების პრინციპებს, მათ შორის, კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, კანონი ენერგეტიკული ეტიკეტირების შესახებ, განახლებადი ენერგიის კანონი, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა და სხვა. „დღევანდელი ფოუმი არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როდესაც ბიზნესი და მთავრობა ამუშავებს ახალ პროექტებს, რომელიც ემსახურება უფრო მდგრად გარემოს, გარემოს დაცვითი პრინციპების განვითარებას, უფრო ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში და ამავდროულად ეს ძალიან მიმზიდველია ბიზნესისთვის. ფორუმის მონაწილეებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, თუ კოვიდის მიუხედავად, რამდენი ახალი საკანონმდებლო აქტი დაინერგა საქართველოში, რაც ქმნის მდგრადი განვითარების მწვანე ეკონომიკის ძირითად და საკანონმდებლო საფუძვლებს, დაწყებული ენერგოეფექტურობის შესახებ კანონით, დამთავრებული განახლებადი ენერგიების შესახებ კანონით", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მწვანე ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით იდგმება. მათ შორის, ხაზი გაესვა მწვანე წყალბადის პროექტებს, რაშიც საქართველო რეგიონში პირველი იქნება. „მწვანე ტექნოლოგიებს ვგეგმავთ ტრანსპორტის სფეროშიც, ვინაიდან ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი მეტად იყოს ჩართული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გეორგ კარაბაჯეკი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი ნინო სუქნიძე და ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)