20:00 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 10:14:36, 605 ნახვა

პოლიტიკა
18 წელი ვარდების რევოლუციიდან - დღეს თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, მორიგი საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მოეწყობა.

აქტივისტები ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ.

"2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია - რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი - მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი - კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა - სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები - უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი - რუსეთის ნაცვლად.

18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, მისი ადგილი კი დროებით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დაიკავა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი მისცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics