|
2021-11-22 11:24:09, 745 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ონლაინ კაზინოებისთვის პირველ ეტაპზე გადასახადების გაზრდას, მეორე ეტაპზე კი მათ აკრძალვას გეგმავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებისთვის გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 25-წლამდე გაიზარდოს, მეორე ეტაპზე კი, ონლაინ-კაზინოები აიკრძალოს. „მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ-კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს მილიარდ ხუთას მილიონ ლარს. პირველ ეტაპზე, ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში და აქედან, დიდი ნაწილი, 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე აიწიოს ბარიერი და მეორე ეტაპზე, საერთოდ უნდა აიგრძძალოს ონლაინ კაზინოები", - აცხადებს ღარიბაშვილი. ამასთანავე, პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ონლაინ კაზინოებს გარკვეულწილად უკავშირდება ნარკომანიაც და გამოვიდა ინიციატივით, გამკაცცრდეს ფქისოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. „ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია და ვიცი, რომ ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ, საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ახალგაზრდები, ნაცცვლად იმისა დასაქმდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშავონ, დაკავებულები არიან ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ, უნდა გამკაცრდეს მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც, ამის თაობაზე გვექნება დამატებით სსაუბარი და მე პირადად, გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)