|
2021-11-20 11:31:52, 820 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე - გვიხარია, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაყვანის შესახებ
ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მისი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას მიესალმებიან. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ახლა არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ექნება, პროცესები კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება და სიტუაცია დამშვიდდება. „ყველა, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს მიესალმება მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვუწოდეთ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვიხარია, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი გადაყვანის შესახებ და იმედი გვაქვს, რეაბილიტაციის პროცესის მართვა საჭიროებისამებრ მოხდება. ყველა მივესალმებით სათანადო სამედიცინო სერვისების გაწევას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნა ამ 50 დღის განმავლობაში სულ იყო ჩვენს დღის წესრიგში. მე როგორც ექიმი, ვუსურვებ სწრაფად გამოკეთებას და პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაა. ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია და ამ ინტერესსა და ქვეყნის მიმართ ყურადღებაში ჩვენ ერთიანები ვართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ევროპელებად მიიჩნევს თავს, ჩვენ ამას დიდ პატივს ვცემთ. საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის და სიძულვილის ენის შემცირება, რაც, როგორც აქედან ვხედავთ, ქართული პოლიტიკის ბრენდად იქცა. ნაკლებად უნდა იფიქრონ პოლიტიკოსების პერსონებზე, არამედ ყველანი უნდა დასხდნენ ერთი მაგიდის გარშემო და იმსჯელონ ქვეყნის მომავალზე. პოლიტიკური დაპირისპირება ყველგანაა, მაგრამ დიალოგი აუცილებელია და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ეს არის მომავალი. საქართველოში არეულობა პუტინის ინტერესებშია და მე არ მინდა, რომ პუტინი ბედნიერი იყოს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და 50 დღის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. გვიან ღამით კი გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)