16:36 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 14:55:31, 852 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი სააკაშვილზე - როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, აღარ არის საჭირო არანაირი დებატი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ელჩი აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი. 

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა სათანადო ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულია მას მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, რომა რაც მოხდა აღარ განმეორდეს.

მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრების მხრიდან. უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობაზე გაიცა. გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“, - აცხადებს კელი დეგნანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics