|
2021-11-19 13:47:39, 3581 ნახვა
სხვადასხვა
დაუთმობენ თუ არა აფხაზები რუსებს ქართულ მიწებს?
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს რეგიონში უძრავი ქონების შეძენის უფლება უნდა მისცენ. 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების შეძენის უფლება „ეკონომიკური ასპექტია“ და „ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკური უფლებების შეძენასა და მოქალაქეობასთან“. არადა, აფხაზეთის სრულ დაპატრონებამდე რუსებს მხოლოდ მიწების დაკანონებაღა დარჩათ.
ოკუპირებულ რეგიონში რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი უკვე დიდი ხანია მწვავე დაპირისპირების საგანს წარმოადგენს. აფხაზებს სწორად ეშინიათ, რომ რუსები მათ ტერიტორიებს ოფიციალურად დაეპატრონებიან და უმრავლესობაში აღმოჩნდებიან. რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაოფიციალურ ანექსიას 2008 წლიდან აქტიურად ეწევა. ამას არაერთი ე.წ. შეთანხმება და ხელშეკრულება ადასტურებს. მაგალითისთვის საერთო საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ვითომ შინაგან საქმეთა და რუსეთის ამავე უწყებას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. მოსკოვის სტრატეგიული მიზანი საქართველოს ორივე რეგიონში თუნდაც მოჩვენებითი „სუვერენიტეტის“ მინიმალური ნიშნების ბოლომდე აღმოფხვრაა. კრემლს სურს ე.წ. ინსტიტუციებზე სრული კონტროლი დაამყაროს. „ღრმა ინტეგრაციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულებები მიზნად ისახავს აფხაზეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს რუსეთზე, ასეთი რამ თუ საერთოდ შესაძლებელია. ბჟანიას მიერ გაჟღერებული ინიციატივა ოკუპირებული აფხაზეთისთვის საკონტროლო გასროლასავით არის. უძრავი ქონება არის ის, რაც რუსეთს „ოფიციალურად“ ჯერ არ წაუღია.
გასული წლის ნოემბერში კრემლი სოხუმის კოლონიად გადაქცევის პროცესში გადამწყვეტ ფაზაზე გადავიდა. მაშინ გადაწყდა, რომ ფინანსური, ენერგო, ეკონომიკური და სოციალური სფერო აფხაზეთში რუსული კანონებით უნდა დარეგულირებულიყო. 2020 წლის 12 ნოემბერს ბჟანიამ და პუტინმა ე.წ. ცვლილებების პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის საკითხსაც ითვალისწინებდა. სწორედ უძრავი ქონების საკითხის გამო რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შემოღება აქამდე ჭიანურდებოდა. აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ თუკი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზური „პასპორტების“ მიღება შეეძლებათ, ისინი ქონების შეძენასა და დამკვიდრებასაც შეძლებენ. ასლან ბჟანიას უკანასკნელი განცხადების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ვნებათაღელვა არ წყდება. რუსული პროპაგანდის მიუხედავად, ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან როგორ იყენებს მათ რუსეთი საკუთარი მიზნებისთვის. უძრავი ქონების რუსებზე მიყიდვის დაშვება აფხაზებისთვის საბოლოოდ დანებებას ნიშნავს, ამიტომ საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. მაგდა მარგიანი
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)