|
2021-11-15 20:50:28, 766 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე : დღეს გვესმოდა განცხადებები - გადაიყვანეთ საავადმყოფოში, საავადმყოფოშია
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, ის კი უკვე საავადმყოფშია. მას ყველა ის სამედიცინო სერვისი ეწევა, რაც სჭირდება. "ჩვენ გვესმის მოწოდებები, რომ "გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში". ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში, "გადაიყვანეთ საავადმყოფოში", ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება ოპოზიციის Fake-მესიჯები, თითქოს ის არ არის საავადმყოფოში, ამ დროს ის საავადმყოფოშია. მაგრამ თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია, შეგიძლიათ, მითხრათ? რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რაც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს? კატე სჭირდება? სჭირდება? ჯერ ერთი, არის, მულტიფუნქციური კლინიკაა. მეორე, "შესაძლოა, დასჭირდეს", თქვენ რასაც ბრძანებთ, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. დღეს რა სჭირდება?"- განაცხადა სააკაშვილმა.
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)