20:51 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 19:12:22, 2240 ნახვა

სხვადასხვა
სომხეთმა შესაძლოა ჩეჩნეთის რეჟიმს გადასცეს მამაკაცი, რომელიც გეობისთვის აწამეს - ვიდეო

სომხეთმა შეიძლება, რუსეთს გადასცეს ჩეჩნეთის მკვიდრი სალმან მუკაევი, რომელმაც გროზნოს ლენინსკის პოლიციის განყოფილებაში გეი მამაკაცების წამების შესახებ ისაუბრა.

როგორც "ნოვაია გაზეტა", იუწყება სომხეთის დატოვების მცდელობისას, სასაზღვრო კონტროლზე ის პოლიციამ გააჩერა და აცნობეს, რომ რუსეთში ფედერალურ ძებნაში იყო. 

სალმან მუკაევი 39 წლისაა. ის მუშაობდა Gloria Jeans-ში მერჩენდაიზერად. დაქორწინებული იყო. ოჯახში ჰყავს დედა, და, სახლი გროზნოში. ორნახევარი წლის წინ, მან შექმნა გოგონების გაცნობისთვის ყალბი გვერდი და რამდენიმე გოგოსთან მიმოწერა მქონდა. "ორჯერ შევხვდი მათ კაფეში. ქალებს კიდევ ორჯერ გავუგზავნე ჩემი ფოტო და ტელეფონის ნომერი." - ამბობს მუკაევი და ამტკიცებს, რომ მას მიზნად არ ჰქონია ცოლის მოტყუება.  

გასული წლის იანვარში მას დაურეკა ქალაქ გროზნოს ლენინსკის ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ოფიცერმა, რომელმაც თავი მაგომედად წარადგინა. ოფიცერმა განაცხადა, რომ  ტელეფონის ნომრიდან დაფიქსირდა თაღლითობის ფაქტი და სთხოვა განყოფილებაში მისვლა. სალმანი ოფიცერს დათანხმდა, მაგრამ შემდეგ "ყოყმანობდა" და ტელეფონზე ზარების პასუხი შეწყვიტა. პოლიცია მას მეუღლის, შემდეგ მეუღლის ნათესავების მეშვეობით ეძებდა და 2020 წლის 13 თებერვალს იპოვა. 
ოფიცერმა მაგამედმა განყოფილებამ სალმანს აჩვენა ერთ -ერთ ქალთან მიმოწერის ეკრანის ანაბეჭდი და განუცხადა, რომ ამ მიმოწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის გეია. შემდეგ პოლიციელებმა ის მუხლებზე დაადეს, წიხლი ჩაარტყეს, შემდეგ სკამზე დასვეს და დაიწყეს მისი დახრჩობა -
 ჯერ იდაყვის მოხრით, შემდეგ პაკეტით. ხანდახან აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას, აჩვენებდნენ ნაცემი მამაკაცის ფოტოსურათს და ეკითხებოდნენ - შეხვდა თუ არა მას? შემდეგ სალიმანს ხელები და ფეხები შეუკრეს და მისი წამება გააგრძელეს. პატიმრის წამება ელექტროშოკერით გაგრძელდა.

წამების მეორე დღეს, ლენინსკის რაიონული პოლიციის გამომძიებელმა სალმანს უთხრა, რომ საბრძოლო ვაზნების უკანონო შენახვისთვის პირობით პატიმრობას მისცემენ და ცარიელ ფურცლებზე მოაწერინა ხელი.

შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მამის ახლობლების კონტაქტები ითხოვეს. განყოფილებაში სალმანის ბიძა და ბიძაშვილი მივიდნენ, პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ სალმანს მამაკაცებთან სექსი ქონდა.  

ნაწამები სალმან მუკაევი გაიყვანეს პოლიციის განყოფილების მეოთხე სართულზე მდებარე ოთახში. იქ იყო ოფიცერი, რომელმაც წამების დროს სალმანი „დაკითხა“ და ყავისფერ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი. პალტოში გამოწყობილმა მამაკაცმა განუცხადა სალმანს, რომ მან იცოდა მისი საქმეების შესახებ, მაგრამ თუ სალმანი დაეხმარებოდა მას, ნაწამები დაკავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი დაემუქრებოდა. ინსტრუქციის თანახმად სალმანმა უნდა მიეზიდა გეი მამაკაცები, სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშებით და პოლიცია დააკავებდა მათ. სალმანს განუმარტეს, რომ არის ბინა, სადაც მან, უნდა მოიყვანოს მამაკაცები. გამომძიებელმა სალმანს უთხრა, რომ ჩეჩენი გეების ტელეფონის ნომრები და სახელები ასევე ღირებული ინფორმაციაა. სალმანს დაჰპირდნენ, რომ მოკლავდნენ, თუ ვინმეს მოუყვებოდა ამ საუბრის შესახებ. ნაწამებ პატიმარს მისცეს ფურცელი და კალამი, უკარნახეს ტექსტი ნებაყოფლობითი თანამშრომლობის შესახებ. მიანიჭეს ფსევდონიმი ხაჩიკი. და ბოლოს, პალტოში მყოფმა მამაკაცმა თავი FSB- ის ოფიცრად გააცნო.

სახლში დაბრუნებისთანავე სალმანი გაიქცა. ჯერ რესპუბლიკიდან, შემდეგ ქვეყნიდან.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სალმანის გაუჩინარების შემდეგ მასზე საქმე იარაღის უკანონო შეძენა ტარებისთვის აძღრა და ფედერალურ ძებნაში გამოაცხადა. 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics