|
2021-10-20 16:02:34, 1237 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების” სამიტს მასპინძლობს
თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Aნგელ Iნვესტორს) ორდღიანი სამიტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქს DანBAN-ის (Dანისჰ Bუსინესს Aნგელს), Bუსინესს Aნგელს Nორწაყ-ის, FიBAN-ისა (Fინნისჰ Bუსინესს Aნგელს Nეტწორკ) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.- ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, „ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. სამიტის ფარგლებში, დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. „ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას, შევთავაზოთ მათ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. ამასთანავე, ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც სტუმრები ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ. ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ მსგავს ღონისძიებას. მიმდინარე წლის ივნისში, თბილისს ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა - თოტალ თრაფფიც Mანაგემენტ (თთM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Bალტიც თეცჰ Vენტურეს-ისაგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს. დაინტერესება რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე სტარტაპებმა გამოხატეს, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური სისტემის მსგავსი ღონისძიებებით მხარდაჭერა საჭიროა. თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (პიტცჰ დაყს) წარდგენას ინვესტორებისათვის. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით, ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისათვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ. პროექტი თბილისის მერიისა და ქართული "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი Aხელ-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი და Gრანტ თჰორნტონ Gეორგია.“-ნათქვამია განცხაადებაში.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)