|
2021-10-13 16:13:41, 667 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ გალერი - საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენდნენ
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ საქართველოს პრეზიდენტსაც უსმენდნენ, რაც მას, მისივე თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილმა უთხრა. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, დემოკრატიულ ქვეყანაში აღნიშნულ ფაქტს რეაგირება მოჰყვებოდა, მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და დატოვებდა თანამდებობას. „ეს ძალიან შემაშფოთებელია, არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას, საჭიროა ფოკუსირება იმაზე თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არ არის რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს, ასევე, აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს,“- განაცხადა მაიკლ გალერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)