22:14 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 15:38:50, 606 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ციხის ექიმების მონიტორინგზე თანახმაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხდებით, ექსპრეზიდენტი უარს არ ამბობს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე , რომ იგი ციხეში ექიმების ჯგუფმა შეამოწმოს.

როგორც  ადვოკატი აცხადბს, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება რომ სპეკულაციებს აარიდონ თავი, მაგრამ სპეკულაციას უწოდებს იმას, რომ სააკაშვილს პირად ექიმთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ამის უფლებას არ აძლევენ, სპეკულაციები ის უფროა როცა რაღაც ექიმების გუნდზე ვსაუბრობთ, როცა მისი პირად ექიმის არ ეძლევა საშუალება შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი, რომელი ციხეში ზის.

სპეკულაციები რომ თავიდან ავირიდოთ, პირიქით, არ ამბობს უარს, პირიქით ამობობს, რომ თანახმაა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან. კიბეებზე უწევს სიარული და უკვე ნელნელა უჭირს , ანუ აქტიური მოძრაობები უჭირს და შენელებული აქვს."- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

 შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარძეს თხოვნით მიმართა, რათა შეექმნათ ექიმთა ჯგუფი, რომელიც ყოფილი პრეზიდნტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics