|
2021-09-28 21:21:35, 775 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა- „ამბასადორი ბათუმი აილენდი" იქნება კიდევ ერთი, საინტერესო წამოწყება - 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი
„ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, ძალიან მასშტაბური მომავლის პროექტის - ეს არის „ამბასადორი ბათუმი აილენდი," რომელსაც მთავრობის სხდომამ გუშინ დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად, შემდგომი წლების განმავლობაში მომსწრე გავხდებით ახალი, მასშტაბური განვითარების, რაც, პრაქტიკულად, ახალი უბნის აშენებას გულისხმობს შავ ზღვაში, ხელოვნურ კუნძულზე" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ნათია თურნავამ პროექტის დაწყება მიულოცა მთელ აჭარას, მის ხელმძღვანელობას და ინვესტორს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო, მასშტაბური, ამბიციური იდეა - 90 ჰა ფართობის ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების შექმნა შავიზღვისპირეთში, ბათუმში, რომელზეც მომავალში გაშენდება ახალი დიდი უბანი. მინისტრის ინფორმაციით, იქ დაახლოებით 500 ჯამური ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსები, სავაჭრო კომპლექსები, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი განთავსდება, რომლებიც ბათუმში არაერთ ტურისტს მოიზიდავს. „ზოგადად, მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი. ეს არის გრანდიოზული პროექტი, სულ მცირე 100 მლნ დოლარის - 300 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება, ასევე 2000 ადამიანის დასაქმება, რაც ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არის არამხოლოდ ახალი ტურიზმის განვითარების პლატფორმა და ტალღა, არამედ ახალი სამუშაო ადგილები ამ მასშტაბური პროექტის წყალობით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, მინისტრის თქმით, ეს უდიდესი ინვესტიცია ასევე საკმაოდ საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისითაც, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია და მოითხოვს ძალიან დეტალურ, სკურპულოზურ კვლევას, რაზეც ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას - კომპანია უახლოესი თვეების განმავლობაში ჩაატარებს ყველა აუცილებელ კვლევას, რომელიც უფრო მეტად დაადასტურებს „ამბასადორი ბათუმი აილენდ"-ის მიმზიდველობას და განხორციელებადობას. „ჩვენ გვსურს აღგითქვათ გვერდში დგომა, ამ ურთულესი პროექტის განხორციელებისას, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო წამოწყება, რომელიც თავის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ამ გლობალური გამოწვევის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არსად წასულა და ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და ზაფხულის ტურისტული სეზონი, რაც ამდენად მნიშვნელოვანია აჭარისთვის, ჩავატარეთ მეტ-ნაკლებად წარმატებით, უკვე მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს განვითარება შემდგომში კიდევ სტაბილური, განჭვრეტადი და მიმზიდველი რომ გახდეს. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა მსგავსი ამბიციური პროექტებიც განხორციელდება, მათ შორის აჭარაში, რომელიც მართლაც ჩვენი ტურისტული ბაზრის მარგალიტია", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)