|
2021-09-27 21:35:09, 746 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ახალ რეგიონულ მენეჯერთან გაცნობითი ონლაინ შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გაცნობითი ონლაინ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ახალ რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტესთან, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორგანიზაციის თბილისის ოფისიდან იმუშავებს. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი. ინფრომაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს IFC - ის პროექტებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოში. აღინიშნა, რომ საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა და მას შემდეგ, ორგანიზაციის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. IFC - ი მონაწილეობს 60 პროექტში, რომლებიც მოიცავენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა საფინანსო, აგრობიზნესი, წარმოება და ინფრასტრუქტურა. "განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა IFC - სთან თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების, ადგილობრივი ენერგორესურსის გამოყენების მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის წინაშე კოვიდ-19 - ის მიერ შექმნილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, აგრეთვე მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკასა და განსაკუთრებით იმ საერთაშორისო დონორთა დახმარებაზე, რომელმაც შესაძლებელი გახადა პანდემიის ნეგატიური გავლენის მნიშვნელოვანი შერბილება ქვეყანაზე, განსაკუთრებით, მის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება პოზიტიურ ეკონომიკური ტენდენციებზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ უკვე შეძლო ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გასვლა, რის გამოც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საგრძნობლად გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები 2021 წლის ბოლოსთვის. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება მთავრობის პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესის სტიმულირებას, ექსპორტის წახალისებას და ახალი იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიების განვითარებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ივანა ფერნანდეს დუარტემ IFC - ის რეგიონული მენეჯერის პოსტზე შეცვალა იან ვან ბილსენი, რომელიც დასავლეთ ევროპაში IFC–ის რეგიონულ მენეჯერად დაინიშნა."-ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)