|
2021-09-22 15:57:53, 807 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 - დან 8,5 პროცენტამდე გაზარდა
„აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს. „აზიის განვითარების ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მისი შეფასება მნიშვნელოვანია. ბანკში ნათლად აღნიშნავენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციებზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის შთამბეჭდავი, 12.7 პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება. განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საფინანსო და მომსახურების სფეროებში. ბანკის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების საფუძველი იყო მნიშვნელოვანი სამთავრობო მხარდაჭერა ბიზნესისა და ოჯახების მიმართ და საერთაშორისო დონორების მნიშვნელოვანი დახმარება. ამასთან, ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურიზმი კვლავ სირთულეებს განიცდის, საქართველოში ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა ფიქსირდება.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)