|
2021-09-15 14:23:26, 1006 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მონაცემებს ეხმაურება. საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (სხვა სახის მომსახურების გარდა), ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (ზრდა 23.7%-ით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (ზრდა 15.4%-ით), ტრანსპორტი და დასაწყობება (ზრდა 18.6%-ით), დამამუშავებელი მრეწველობა ( ზრდა 24.3%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია (ზრდა 12.4%-ით), ვაჭრობა (ზრდა 20.1%-ით). ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)