|
2021-09-12 13:24:04, 3885 ნახვა
სხვადასხვა
ათასობით ადამიანი შეიკრიბა მადრიდის ცენტრში ლგბტ უფლებების უკეთესი დაცვის მოთხოვნით
ათასობით ადამიანი შეიკრიბა მადრიდის ცენტრში ლგბტ უფლებების უკეთესი დაცვის მოთხოვნით ჰომოფობიური თავდასხმების სერიის შემდეგ, რომელმაც შოკში ჩააგდო ესპანეთი. შინაგან საქმეთა მინისტრის ფერნანდო გრანდე-მარლასკას განცხადებით, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა მზარდია და სულ უფრო ძალადობრივი ხდება. აქციაზე გამოსული ხალხი ცისარტყელას დროშებს აფრიალებდა და ატარებდა ბანერებს წარწერით: "სამართლიანობა", "შეეხე ერთ ჩვენგანს, გვეხება ყველას", "ჩვენ გვხოცავენ, თქვენ დუმხართ". როგორც სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს, 2014 წლიდან ქვეყანაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 9%-ით იზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)