17:31 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 14:46:19, 649 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი აგრძელებს „თალიბანის“ ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს

ჩინეთი  ავღანეთში ახალი მთავრობის შექმნას განიხილავს, როგორც აუცილებელ ნაბიჯს ქვეყნის აღმშენებლობისთვის -ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვანგ ვენბინმა  განაცხადა .

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ავღანეთის ახალი ხელისუფლება ფართოდ მოუსმენს ყველა ადამიანს,  რათა დააკმაყოფილოს საკუთარი ხალხის მისწრაფებები და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი”, - განაცხადა ვანგ ვენბინმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.

ჟურნალისტების კითხვაზე აღიარებს თუ არა პეკინი ახალ მთავრობას,  ვანგმა დასძნა, რომ „ჩინეთი მზად არის შეინარჩუნოს კომუნიკაცია ახალი მთავრობის ლიდერებთან, ჩინეთი პატივს სცემს ავღანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics