|
2021-09-01 16:41:00, 1915 ნახვა
ომი უკრაინაში
დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ბათუმის ქუჩებშიც განთავსდა
იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი მთავრობის, ასევე ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. დღეიდან, ბათუმის ქუჩებში მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში იცრებიან. პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცეები მოეწყო და კლინიკების - რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მართვის მენეჯერთან, გვანცა გასვიანთან ერთად მოინახულა. ,,დღეიდან უკვე ბათუმშიც შესაძლებელია სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის ჩატარება. მერიის ხელშეწყობით გამოიყო სამი ავტობუსი, სადაც პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მოეწყო ვაქცინააციის სივრცე. ოპერირებს სამი სამედიცინო დაწესებულება - რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და საზღვაო ჰოსპოტალი. მომდევნო დღეებშიც იქნება ხალხმრავალი ადგილები შერჩეული და ლოკაციები იქნება ცვალებადი, ეს ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიწოდებას იმ მოქალაქეებისათვის, რომელთათვის რთულია ამცრელ პუნქტებამდე მისვლა“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ, მათ აცრა - ფაიზერითა და სინოვაკით, ხოლო სინოფარმის მეორე დოზით შეეძლებათ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე არის მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. იმუნიზაციის პროცესი დღეს ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის, ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის და ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება. ახალი პროექტი ,, ავიცრათ ერთმანეთისთვის" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორცირლდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)